ლიფტში თავდასხმისას დაშავებულ 13 წლის მოზარდს მხედველობა დაუბრუნდა.

ლიფტში თავდასხმისას დაშავებულ 13 წლის მოზარდს მხედველობა დაუბრუნდა.

ლიფტში თავდასხმისას დაშავებულ 13 წლის მოზარდს მხედველობა დაუბრუნდა. ბავშვს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია და მკურნალობას ექვემდებარება. ამის შესახებ დაშავებული ბავშვის ოჯახის წევრებმა განაცხადეს.
13 წლის მოზარდი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. მასთან დედა და დეიდაა.

ექიმის ინფორმაციით, მოზარდს ტვინის შერყევა და სისხლჩაქცევები აქვს, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.

შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა. 13 წლის მოზარდს ლიფტში უცხო ქვეყნის მოქალაქემ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავე დაკავებულია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები