ლილოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ლილოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ლილოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 4 სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა, მათ შორის ორი სამგზავრო მიკროავტობუსი, აქედან ერთ-ერთი კი შეჯახების შემდეგ ამობრუნდა.
ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები