ლილოს დასახლებაში, ბინაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ლილოს დასახლებაში, ბინაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. დაღუპულია შუახნის ქალი. აფეთქების შედეგად ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აფეთქება რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მოხდა. მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინოს.

„ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მოხდა კორპუსის ევაკუაცია, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და აფეთქების მიზეზი დადგინდება“,- განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც კორპუსის მდგრადობას შეამოწმებენ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები