ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით ზალკალიანს ევროკავშირის მხარდაჭერის გზავნილი გადავეცი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით ზალკალიანს ევროკავშირის მხარდაჭერის გზავნილი გადავეცი

რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დავით ზალკალიანთანშეხვედრის შემდეგ დაწერა.

„ბატონ ღარიბაშვილს და ბატონ ზალკალიანსევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ჯოზეფ ბორელის სახელით, ევროკავშირის მხარდაჭერის გზავნილი გადავეცი“,- წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ იმსჯელეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების – ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით ჩამოვიდნენ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები