ლიბიაში ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის 11 წევრი დააკავეს, მათგან სამი ქართველია

ლიბიაში ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის 11 წევრი დააკავეს, მათგან სამი ქართველია. ერთ-ერთი ქართველი გემის კაპიტანი იყო. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები ლიბიის პროკურატურის გადაწყვეტილებით აიყვანეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, მამუკა ახალაძის თქმით, 30 აგვისტოს თურქული გემის ეკიპაჟის წევრები “ცხელ კვალზე დევნის” პრინციპით დააკავა.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დაკავების მიზეზი შეიძლება, ლიბიაში შეტანილი ან გამოტანლი ტვირთი, რომელიც შეიძლება იმ ქვეყანაში არალეგალურ ნივთებად იყო მიჩნეული”, – ამბობს ახალაძე.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები
კიევში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის – მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯაე ინი ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათენიაჰუ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მოსკოვში შეხვდა
ვენესუალაში ინფლაციის მაღალი დონის გამო ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთი კომუნის მაცხოვრებლებმა საკუთარი ვალუტა შექმეს.
