ლიბერთი და ქართუ ბანკები შესაძლოა გაერთაინდნენ.

ლიბერთი და ქართუ ბანკები შესაძლოა გაერთაინდნენ.

ბანკების მფლობელების შესაცვლელად ეროვნული ბანკების თანხმობაა საჭირო. ეროვნული ბანკის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბანკების გაერთიანებასთან დაკავშირებით მათთვის ჯერ არავის მიუმართავს.

ოქტომბერში ლიბერთი ბანკის აქციების 74,64 პროცენტი ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიამ EFG-მა (European Financial Group B.V) იყიდა. ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის მესამე კვარტალში ლიბერთი ბანკის მოგებამ 34 537 504 ლარი შეადგინა და მომგებიანობით საქართველოში მესამე ადგილს იკავებს. ქართუ ბანკის მოგებამ კი 11 776 017 ლარი შეადგინა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები