ლევან რატიანი: ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა

ლევან რატიანი: ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული რამდენიმე მედპერსონალიდან ერთი უკვე გაეწერა.

„ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, რაც ყველას, მათ შორის, მე და მედპერსონალს გვახარებს.

რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ჩვენს კლინიკაშია – ერთი მათგანი გაეწერა, რამდენიმე  რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კი კოვიდინფექციის პროტოკოლით გავა პერიოდი, ჩატარდება განმეორებით ტესტირება და ესენიც, საბედნიეროდ, კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებენ”, – განაცხადა რატიანმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები