ლევან ყიფიანმა სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

ლევან ყიფიანმა სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის 49, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია) 29 სექტემბერს სწავლა დაიწო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და უნივერსიტეტის რექტორი გურამ ძაგანია სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს.

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გახლდათ პირველი სპორტული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ქართული სპორტის აღორძინებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ისეთი სახელოვანი სპორტსმენები, როგორებიც არიან მოჭიდავეები – გივი კარტოზია, დავით ციმაკურიძე, გოგი სხირტლაძე, ვახტანგ ბლაგიძე, მუხრან ვახტანგაძე.

ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი –  რაფაელ ჩიმიშკიანი, მოცურავე – ბორის ნიკიტინი, მაგიდის ჩოგბურთი – სარქის სარხოიანი; ფეხბურთელები – ბორის სიჭინავა, ნოდარ ლეჟავა, გოჩა გავაშელი. 2007 წელს უნივერსიტეტი დაიხურა და ბაზები გაიყიდა, მაგრამ 2014 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტის თაოსნობითა და ძალისხმევით, უნივერსიტეტის ფუნქციონირება დაიწყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები