ლევან ყიფიანმა “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

ლევან ყიფიანმა “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

ლევან ყიფიანმა “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ლევან ყიფიანმა გაავრცელა.
“მეგობრებო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს”, – წერს ლევან ყიფიანი.
შეგახსენებთ, რომ “იბერიის” საქმესთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სავარაუდოდ  ერთ-ერთი ფიგურანტი კვლავ ლევან ყიფიანია.

ცნობისთვის, ჩანაწერებთან დაკავშირებით ყიფიანი პროკურატურაშია დაბარებული.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები