ლევან კობერიძე: იმედია, იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც მოსამართლეობის კანდიდატთა სიას მისცეს ხმა, თავისი ნებით გადადგებიან

ლევან კობერიძე: იმედია, იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც მოსამართლეობის კანდიდატთა სიას მისცეს ხმა, თავისი ნებით გადადგებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე იმედოვნებს, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებმაც მოსამართლეობის კანდიდატთა სიას მისცეს ხმა, საკუთარი ნებით დატოვებენ თანამდებობას.
​როგორც მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ასეთი ადამიანები ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას.
„იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავისი ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ. უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ, რადგან ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები