ლევან იზორიამ ესტონეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

ლევან იზორიამ ესტონეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკისტუმრობს. ესტონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვია. იური ლუიკი ბიუროში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ლელა ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა. მათ მასპინძლობა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა გაუწია. როდიონ ქორჩილავამსტუმრებს ბიუროს ისტორიის, მიზნების, ამოცანების, სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველო და ესტონეთი კიბერუსაფრთხოების სფეროში 2013 წლიდან თანამშრომლობენ. საქართველოში კიბერუსაფრთხოების ბიუროს ჩამოყალიბების პროცესში ესტონეთის მხარდაჭერამ და მათი გამოცდილების გაზიარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ესტონური მხარე, ესტონელი ექსპერტები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ლევან იზორია მასპინძლობს.

მინისტრი იური ლუიკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები