ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს და ორწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს

ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს და ორწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს და ორწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს. პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი წარმოების პოტენციალის ზრდას.

„ ეს არის ძალიან კარგი გამოცდილება ჩვენი ფერმერებისთვის. ამავე დროს, გათვალისწინებულია მეორე ფაზაც, რომელიც გულისხმობს საგრანტო დახმარებას ფერმერებისთვის, უშუალოდ იმისთვის, რომ მათ თავიანთი ინვესტიციებიც განახორციელონ და ასეთი ტიპის სათბურები სხვადასხვა კუთხეში გაჩნდეს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროექტის მეორე ფაზა უახლოეს პერიოდში დასავლეთ საქართველოში დაიწყება. თანამშრომლობის ფარგლებში მზის სითბური მოწყობის სათბურები იმერეთის რეგიონში არსებულ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზაზე განთავსდება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები