ლევან დავითაშვილი საყდრისის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი საყდრისის კომიტეტის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საყდრისის კომიტეტის წევრებს კომპანიების – RMG Gold-ისა და RMG Copper-ის საქმიანობის შემოწმების შედეგები და გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის დაკისრებული კონკრეტული ვალდებულებების შესრულების გეგმა გააცნო.

აღინიშნა, რომ 2015-2016 წლებში, სამინისტროს მიერ მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა კომპანიების  ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავი, სანაყაროები და მადნის გადამამუშავებელი ქარხანა. სამუშაო შეხვედრაზე საყდრისის კომიტეტის წევრებმა მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ RMG Gold-ისა და RMG Copper-ის საქმიანობამ მინიმალური ზიანი მიაყენოს გარემოს. პირველ რიგში, კომპანიების საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი უნდა მოგვარდეს. მინისტრის განცხადებით,  კომპანიებს დაევალათ, დაუყოვნებლივ დაიწყონ მდინარე კაზრეთულას დაბინძურების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების განხორციელება. სამუშაოების შესრულებისთვის განისაზღვრა კონკრეტული ვადა – 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარეში კაზრეთულაში უნდა აღიკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურების ფაქტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინიციტივით, საყდრისის კომიტეტის წევრები RMG Gold-ისა და RMG Copper-ისთვის  დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში ჩაერთვებიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები