ლევან დავითაშვილი ნილს სკოტს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ნილს სკოტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს საქართველოში, ნილს სკოტს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტებზე და ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ პროექტების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე პროექტების განხორციელებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილს სამინისტროს ინიციატივების მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის კუთხით სამინისტროსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები