ლეტალობის მაჩვენებელი, ძირითადად, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებშია, რომლებიც რისკ ჯგუფშიც არიან

ლეტალობის მაჩვენებელი, ძირითადად, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებშია, რომლებიც რისკ ჯგუფშიც არიან

“ლეტალობის მაჩვენებელი, ძირითადად, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებშია, რომლებიც რისკ ჯგუფშიც არიან. საქართველო იქნება ამ რისკის ქვეშ, ვიდრე 60 წელს ზემოთ მოქალაქეების, სულ მცირე, 90% არ იქნება აცრილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება “ომიკრონს”, ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ჯანდაცვის სისტემის ახალი გამოწვევაა.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია, მაღალი ნიშნულებით ვმართავთ ყველა იმ პაციენტს, რომელსაც კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება. ასევე, პაციენტები მკურნალობას გადიან სასტუმროებში, ონლაინ კლინიკებსა და ბინებში და ეს ჯაჭვი არის სრულიად ავტომატური. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვის კომპონენტში სისტემა მუშაობას. რაც შეეხება „ომიკრონის“ შემთხვევას, ის იქნება ახალი გამოწვევა ჯანდაცვის სისტემაში. აქ მნიშვნელოვანი იქნება ის მოცულობები, რომელიც ამ ახალ შტამს ახასიათებს. გამომდინარე იქიდან და რასაც ჩვენ ვაკვირდებით როგორია მისი გავრცელება სხვა ქვეყნებში, ის ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. მნიშვნელოვანი იქნება სწრაფი და მყისიერი ნაბიჯები რომ იქნას გადადგმული. რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ლეტალობის მაჩვენებელი ძირითადად 60 წელს ზემოთ მოქალაქეებშია, რომლებიც რისკ ჯგუფშიც არიან. საქართველო იქნება ამ რისკის ქვეშ, სანამ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების, სულ მცირე, 90% არ იქნება აცრილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები