„ლელომ“ თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ლელომ“ თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის ათივე ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარდგინა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ლელო“ თბილისს გამორჩეულ პროფესიონალებს სთავაზობს.

„მთაწმინდა – საბა ბუაძე; კრწანისი – თაზო დათუნაშვილი; ვაკე – დეა მეტრეველი; საბურთალო – ვატო სურგულაძე; ნაძალადევი – ნიკა ჩერქეზიშვი​ლი; ისანი – ლანა გალდავა; დიდუბე – დიტო აბაშიძე; სამგორი – გულიკო ზუმბაძე; ჩუღურეთი – კახა ჟღენტი; გლდანი – თამარ ადამია. ესენი არიან „ლელო საქართველოსთვის“ გამორჩეული ლიდერები და ისინი ერთვებიან ამ ბრძოლაში სწორედ იმ მიზნით, რომ თბილისის მმართველობას ჩამოვაშოროთ „ქართული ოცნება“ და 2 ოქტომბრის შემდგომ ჩვენს ქვეყანაში, თბილისში პირველ რიგში, და ასევე ყველა ადგილობრივ მმართველობის ორგანოებში შეწყდეს ერთპარტიული მმართველობა, კორუფცია, ნეპოტიზმი და ჩვენ მივაღწიოთ სტაბილურობას, კოალიციურ მმართველობას და იმას, რომ ჩვენ გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები კრიზისიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ თბილისს ვთავაზობთ მართლაც გამორჩეულ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თბილისის განვითარებაში და იმ მდგომარეობიდან გამოყვანაში, რომელშიც ახლა შეყვანილია „ქართული ოცნების“ მიერ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები