ლელა ჩიქოვანმა ვიცეპოლკოვნიკი ჯან ოზანი და და ვიცე-პოლკოვნიკი ტიმო კალევი კოვანენი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ თურქ და ფინელ ექსპერტებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლელა ჩიქოვანმა ვიცეპოლკოვნიკი ჯან ოზანი და და ვიცე-პოლკოვნიკი ტიმო კალევი კოვანენი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. მან სტუმრებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ვიცეპოლკოვნიკი ჯან ოზანი საქართველოში ათი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ავიაციის განვითარების ინიციატივას კურირებდა.
ვიცეპოლკოვნიკი ტიმო კალევი კოვანენი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (GTEC) მრჩევლად ერთი წლისა და შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა. ფინელი ექსპერტი ნატო-საქართველოს წვრთნების დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
მსგავსი სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქოს ინტერპოლის მიერ 2019 წლის თებერვლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა „ვალეში“ ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
