ლეგენდარული იტალიური ჯგუფი Ricchi e Poveri 2018 წლის ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა

ლეგენდარული იტალიური ჯგუფი Ricchi e Poveri 2018 წლის ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა

ლეგენდარული იტალიური ჯგუფი Ricchi e Poveri 2018 წლის ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. 14 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში  Ricchi e Poveri-ს 50 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
იტალიელი პოპმუსიკის კოლორიტი ჯგუფი 60-იანი წლებიდან ზრუნავს მსმენელის სიამოვნებასა და ამაღლებულ განწყობაზე. Ricchi e Poveri ისეთი ცნობილი ჰიტების ავტორია, როგორიც არის Mamma Maria, Questo amore, Sarà perché ti amo და მრავალი სხვა. ჯგუფმა გაყიდა 20 მილიონამდე ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. მისი პოპულარობა სცდება იტალიის საზღვრებს.
14 დეკემბრის დაუვიწყარი შოუ ქართველ მსმენელს გაულამაზებს საღამოს, დააბრუნებს მოგონებებში და შეუქმნის წინა სადღესასწაულო განწყობას.
ჯგუფი კომპანია fix group-ის თაოსნობით ესტუმრება საქართველოს.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები