ლაშა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ გირგვლიანის საქმეზე, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შეიწყალებს.

ლაშა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ გირგვლიანის საქმეზე, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შეიწყალებს.

გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ გირგვლიანის საქმეზე, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შეიწყალებს.
ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტს, ამჟამად, მხოლოდ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო არ იწყალებს.
„არ იწყალებს, რადგან არჩევნები აქვს წინ და მიშას ადვოკატობით მიყენებული ზიანის მინიმალიზებას ცდილობს – მართლა თვითმკვლელი ხომ არ არის, მიშა შეიწყალოს და ისე გავიდეს არჩევნებში? ამიტომ დაიცადეთ, ყველაფერი წინ გვაქვს. მოიგებს არჩევნებს – უპირობოდ შეიწყალებს, წააგებს და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შეიწყალებს – ის ხომ მიშას ბეჯითი მოწაფეა, განა საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში არ შეიწყალა მიშამ ბაჩო ახალია და სხვები?
ისე, სხვათა შორის, ერთადერთი, რასაც მიშას ნაცვალი ვერ ამბობს, მისი ადვოკატირებისას, არის ის, რომ მიშა სააკაშვილი ამ ქვეყნის დამფუძნებელი მამაა, რადგან ასეთად, სავარაუდოდ, საკუთარი თავი მიაჩნია, მაგრამ ისევ მიშას შიშით, ჯერ ვერ ბედავს ამის გამჟღავნებას“-აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები