ლაშა ნაცვლიშვილმა 2012 წლის შემდეგ პატიმრების მასობრივ შეწყალებებზეც ისაუბრა

ლაშა ნაცვლიშვილმა 2012 წლის შემდეგ პატიმრების მასობრივ შეწყალებებზეც ისაუბრა

გადაცემა რეაქციაში გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა 2012 წლის შემდეგ პატიმრების მასობრივ შეწყალებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ხალხის ნების მოთხოვნა იყო.
2012 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ჩვენ დაგხვდა ტოტალიტარული რეპრესიული რეჟიმი 30 ათასი პატიმრით, ადამიანები 60-70 წლით იყვნენ გასამართლებულნი, ეს იყო დროის, ისტორიის, ხალხის ნების მოთხოვნა, ლიბერალიზაცია კანონმდებლობის , ეს ლიბერალიზაცია განხორციელდა და როდესაც 9 ათას პატიმარზე ჩამოვიდა, როდესაც გაუქმდა შეკრებითობის წესი, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემაში გამყარდა დემოკრატია, როდესაც ადამიანის უფლებები გაიზარდა, ამ შემთხვევაში ეს მასობრივად „პატოკზე“ დაყენებული მართლმსაჯულება რომ გამოიწვევდა ძალიან მძიმე რეციდივებს, ამისკენ ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით პრეზიდენტს. გვინდოდა შეგონება, მაგრამ ყველაფერ ამას დაერქვა პოლიტიკური ანგარიშსწორება. დაერქვა პოლიტიკური ვენდეტა და ადამიანის სახედაკარგულმა ცხოველმა იძალადა ცოლზე, მერე ეს ცხოველი შეიწყალა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ამის შემდეგ ამ ცხოველმა ყელი გამოჭრა 25 წლის გოგოს და ამ ყველაფერში დამნაშავე იპოვა ყოფილმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ საქართველოს პროკურატურაში…- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები