ლაშა ნაცვლიშვილი: ორი უმთავრესი პრინციპი – სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ საფირმო ნიშნად

ლაშა ნაცვლიშვილი: ორი უმთავრესი პრინციპი – სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ საფირმო ნიშნად

ორი უთავრესი პრინციპი – სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ საფირმო ნიშნად,- ამის შესახებ “პოსტ ტვ”-ის ხელმძღვანელმა ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
“მოვლენები კომპლექსურად უნდა შევაფასოთ რომ დეტალებში არ ჩავიკარგოთ, რისი სურვილიც იმ უბინძურეს კამპანიას აქვს, რომელიც დაგეგმილი, დაფინანსებული და ორგანიზებულია ერთ დროს ერთიანი და ახლა მრავალ ნამდვილ თუ ყალბ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი უმთავრესი პროპაგანდისტული მანქანიდან. ორი უთავრესი პრინციპი – სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება მათ მთავარ საფირმო ნიშნად და ხელწერად.
ჩვენ არ ვაკვირდებით პოლიტიკურ პროცესს, როგორც ასეთს, ჩვენ ვუყურებთ ერთ დიდ და დაუსრულებელ მოდელირებულ ქრონიკას, რომელშიც ფაქტების უხეში ფალსიფიკაციით, გაყალბებით, ურცხვი და არაადამიანური ცილისწამებით იბომბება ადამიანების ცნობიერება, ჩნდება ალტერნატიული, რეალურ კონტექსტს მოშორებული რეალობა და ამ რეალობასთან ადამიანების შეჩვევით ხდება რაღაც ტიპის რევოლუციური სიტუაციის იმიტირება – რათა განხორციელდეს პოლიტიკური რევანში. დიახ, ამ ყველაფრის მიზანი არის პოლიტიკური რევანში დამნაშავე პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც დაიგეგმა, დაფინანსდა და ახლა მიზანმიმართულად ხორციელდება და რომელსაც ახდენა არ უწერია.
მთავარი რაც ვერ გაიგო ამ ხალხმა – „ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა“ – რაც ვერც ისწავლეს და ვერც დაივიწყეს – მათ ვერ ისწავლეს ქართველი ხალხის პატივისცემა. მათ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა ჰგონიათ. მათ ისე სძულთ ისინი, ისეთი დაბალი წარმოდგენის არიან რომ ფიქრობენ, ამ ხალხს შავის და თეთრის გარჩევა არ შეუძლიათ,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები