ლაშა დარსალია – საკითხი სენსიტიურია, თუმცა აქ ლაპარაკია ორ პარტნიორ ქვეყანაზე

ლაშა დარსალია – საკითხი სენსიტიურია, თუმცა აქ ლაპარაკია ორ პარტნიორ ქვეყანაზე

ეს არის საქართველოს შიდა საქმე და ამაზე თვითონ აზერბაიჯანის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს, – ამის შესახებ ლაშა დარსალიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, რომელიც ასევე საზღვრის დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობს, დავით გარეჯის საკითხზე ახალი დოკუმენტაციის გამოჩენის შემდეგ ვითარების დაძაბვის წინაპირობას ვერც ერთი მხრიდან ვერ ხედავს.

„როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე ხაზს უსვამს, რომ ამ კომისიების მუშაობა რა თქმა უნდა სენსიტიური თემაა, მაგრამ იმ ფორმატში, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს შეესაბამება და ეკადრება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ვერც ერთი მხრიდან იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ ეს პროცესი გაიყვანონ დაძაბულობის და კონფრონტაციის ხაზში. საკითხი სენსიტიურია, თუმცა აქ ლაპარაკია ორ პარტნიორ ქვეყანაზე და ჩვენი ურთიერთობები სწორედ ამ ჭრილში მიმდინარეობს, რასაც ცხადყოფს როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული მხარის განცხადებები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები