ლარის კურსი არის დიდი გამოწვევა-ნათია თურნავა

ლარის კურსი არის დიდი გამოწვევა-ნათია თურნავა

ლარის კურსი არის დიდი გამოწვევა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთლიანად მსოფლიო ეკონომიკა და ფინანსური ბაზრები კრიზისშია.

„ძალიან ბევრი ქვეყნის ეროვნული ვალუტა უფასურდება. ეს არის რა თქმა უნდა პანიკური განწყობის ზეგავლენით, რადგან პანდემიაა – საფრთხე, რომლის წინაშე მთელი მსოფლიო დგას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლარის კურსის დევალვაციამ ნაკლებ მტკივნეულად დაარტყას საქართველოს მოსახლეობას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4576 ლარია.

25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა. 19 მარტს ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი გაყიდა. 13 მარტს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები დაიწყო და $20 მილიონი გაყიდა.

2019 წლის 30 ივლისს პირველად ლარის ისტორიაში, კომერციულ ბანკებში დადგენილი გაცვლითი კურსით 1 დოლარი 3 ლარი გახდა.

Bloomberg-ზე ლარის ანტირეკორდი 26 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც კურსი 2.98-იან ნიშნულს ასცდა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები