ლარი მკვეთრად გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ლარი მკვეთრად გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 6 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4926 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4502 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0424-ით გაუფასურდა.ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9662 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9177 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0485-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2299 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.1723 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0576 თეთრით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.7135 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.7135 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0101 -ით გაუფასურდა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები