ხანძრის შესახებ,მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ნავთობკომპანია “ფრეგოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა მურმან პატარაიამ განაცხადა.
“ამ ავტოგასამართ სადგურზე უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. შესაბამისად, ჩვენმა ოპერატორებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რათა ცეცხლმაქრები გამოეყენებინათ და დაუდევრობით გაჩენილი ხანძარი სახანძროს მოსვლამდე როგორმე შეეჩერებინათ. დაკვამლიანება უკანა ნაწილიდან დაიწყო. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დაუდევრობითაა გაჩენილი. როგორც ჩანს, რომელიმე მოქალაქემ სიგარეტი მოისროლა. ტერიტორია მთლიანად გამხმარი ბალახითაა დაფარული და აქედან გამომდინარე, ცეცხლი ავტოგასამართი სადგურისკენ წამოვიდა”, – განაცხადა მურმან პატარაიამ.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები
თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება და სლოგანი – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”, დეკორაციის ნაწილად გამოიყენეს.
