ლადო სადღობელაშვილის ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია

ლადო სადღობელაშვილის ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია. როგორც ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სადღობელაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა სცემეს. ჯავახიშვილმა სადღობელაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოინახულა.
„სისხლნაჟღენთები ნეკნებში უკანა მხრიდან აქვს. სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ თქვან, ლადო სადღობელაშვილმა თვითონ მიიყენა ეს დაზიანებები, ნამდვილად არ გამოვა. თვითონ ამბობს, რომ ჯერ დაკავებისას სცემეს, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის მანქანაში, განყოფილებაში გადაყვანისას”, – განაცხადა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა.
“ქართველთა მარშის” ორგანიზებით, გუშინ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სადღობელაშვილის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მოხდა.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას, მათი განცხადებით, “ქართულ ოცნებას“ არჩეული აქვს იგივე პოლიტიკა, რასაც აწარმოებდა “ნაციონალური მოძრაობა” და მიმართავს ძალადობრივ ქმედებებს, რასაც საზოგადოების მყისიერი რეაგირება მოჰყვება.
მსგავსი სიახლეები

ხობის რაიონში აფეთქების შედეგად დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.
