კვლევების თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია-თენგიზ ცერცვაძე

კვლევების თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია-თენგიზ ცერცვაძე

ვაქცინისგან განსხვავებით, პირბადეზე კითხვის ნიშანი – გვიცავს თუ არა კორონავირუსისრომელიმე შტამისგან, არ არსებობს – პირბადე ყველა შტამისგან გვიცავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევების თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ინდური შტამისგან ვაქცინები და კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია, რომ იცავს როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ბრიტანული შტამის შემთხვევაში. თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავს ინდური შტამისგან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინდურ შტამზე ჯერ არ არის ცნობილი, ბრიტანული შტამი კი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში.

27 მაისს, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები