კვირიკაშვილი-დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც მოწმობს იმას, რომ ქართული ოცნების სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

როს უილსონი – მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ყველაფერი უნდა იყოს მშვიდობიან და წყნარ ფორმებში

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს – შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება-კობახიძე

თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა.
