კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების გამო მინისტრი მიხეილ გიორგაძე კადრების ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს.
კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების გამო მინისტრი მიხეილ გიორგაძე კადრების ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ მიხეილ გიორგაძემ სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც სამინისტროების გაერთიანების შესახებ ისაუბრა. მიხეილ გიორგაძის თქმით, ორი სამინისტროს გაერთიანების გამო გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდება, თუმცა იგი ამ მომენტისათვის ვერ აკონკრეტებს, რა პროცენტით შემცირდება კადრები.
„როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, გარკვეული საკადრო ცვლილებები იქნება. სკულპუროზულად არის გასავლელი ეს საკითხი და სავარაუდოდ, პარლამენტის მიერ სამინისტროების ახალი ხელმძღვანელების დამტკიცებამდე უკვე გვეცოდინება“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ არის მისთვის ცნობილი სად გააგრძელებს სპორტის ყოფილი მინისტრი საქმიანობას, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ არ იცის.
„ის მინისტრები, რომლებიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში პოზიციებს აღარ დაიკავებენ, ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან. რომელი მინისტრი დარჩება თანამდებობაზე, ეს პრემიერის პრეროგატივაა, შესაბამისად, მათ შეთავაზებას პრემიერი გაუკეთებს“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მიხეილ გიორგაძემ ასევე ისაუბრა გაერთიანებულ სამინისტროში კულტურისა და სპორტის მიმართულებების თანაბარი განვითარების შესაძლებლობებზე. მისივე თქმით, სამინისტროს სტრუქტურა ამ ხედვიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება.
„მოადგილეებს შორის გარკვეული სპეციალიზაცია მოხდება, როგორც კულტურის, ისე სპორტის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ სპორტის სამინისტროში არსებული გუნდის კულტურის სამინისტროსთან ორგანული შერწყმა მოხდება და ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ საბოლოო სტრუქტურაზე ჩამოვყალიბდებით და მაშინ მზად ვიქნები გიპასუხოთ. მხოლოდ მოადგილით ან მოადგილეებით ეს შერწყმა არ შემოიფარგლება. სპორტის სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ და მათი გამოცდილების დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანას სპორტში მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, რაც ტარიელ ხეჩიკაშვილისა და მთავრობის მხარდაჭერის დამსახურებაა.
„ეს აღებული მაღალი ტემპი აუცილებლად შენარჩუნდება. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორ სფეროს თანაბარი განვითარების საშუალება ექნება“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მსგავსი სიახლეები

“ბიძინა ივანიშვილის წერილში მთავარი აზრია, რომ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება”

მე პირადად მომხრე ვარ, რომ ამ ახალი გადაწყვეტილების ფარგლებში მაქსიმალური შეზღუდვები და აკრძალვები გამოვიყენოთ მარიხუანასთან მიმართებაში

არსებობს მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი სხვადასხვა პარტიის სახით შეიტანოს დესტაბილიზაცია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში-წულუკიანი
