კრწანისის სასწავლო ბაზის ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

კრწანისის სასწავლო ბაზის ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს  შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 386-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება, ანდა მისი იძულება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აკეთებს.

,,ამ ეტაპზე მოწმეთა წინასწარი გამოკითხვით, ცემის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულს, ადასტურებს კლინიკა „რუსთავში” ჩატარებული კვლევები, მათ შორის, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელშიც რაიმე სახის დაზიანება არ გამოვლენილა. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეზე არც გარეგანი დაზიანების ან ტრამვის კვალი აღმოჩენილა. რუსთავის სამედიცინო დაწესებულების გარდა, დამატებითი სამედიცინო კვლევები ე. ეფენდიევს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშიც ჩაუტარდა, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევები, გულმკერდის რენტგენოსკოპია, ასევე, ნევროლოგიური, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური კვლევები, რომელშიც ჯანმრთელობის რაიმე სახის დაზიანება ასევე არ გამოვლენილა.

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას რაიმე სახის ჩივილები არ გააჩნია“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები