კრიტიკულ საკითხად რჩება ბიზნესსექტორებზე საბანკო რეგულაციების გავლენა-ირაკლი ლექვინაძე

კრიტიკულ საკითხად რჩება ბიზნესსექტორებზე საბანკო რეგულაციების გავლენა-ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატში, მომართვიანობის ანალიზის მიხედვით, ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა.
„კრიტიკულ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნესსექტორზე, მათ შორის – სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის საბანკო რეგულაციების გავლენა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად ეკონტაქტება რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებს და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნესაქტივობაზე”, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
მისივე თქმით, კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრულ ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები.
„მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწის მესაკუთრეებისათვის განხილული და შეთავაზებული უნდა იყოს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის – მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნესსაქმიანობის გაგრძელება”, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენის თქმითვე, ასევე, პრობლემად რჩება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პასუხგაუცემელი და დაგვიანებული პასუხები სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები