კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება

კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს ხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.

როგორც დანიელსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მხარეებს შორის კომპრომისების დროა.

„მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით. ველოდები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობას და მათ მხარდაჭერას, რათა იპოვონ გამოსავალი, რომელიც საჭიროა ამ პოლიტიკური კრიზისის დასალევად. როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეები ამ პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს. ახლა დროა კომპრომისისთვის. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, ეს სიძლიერის ნიშანია. ეს აძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ეს არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები