კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს

კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრები ჩაინიშნა, რომელიც ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება.

კერძოდ, დანიელსონი 14:00 საათზე „ქართულ ოცნებას“, 15:00 საათზე კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და რესპუბლიკურ პარტიას შეხვდება.

მანამდე შარლ მიშელის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება კვლავაც მზად არის კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმების მოკლე ვადაში მიღწევისთვის.

28 მარტს კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები