კრისტიან დანიელსონი – ჩემი როლია, დავეხმარო პოლიტიკურ დიალოგს, რათა ყველა მხარემ მიაღწიოს პროგრესს

კრისტიან დანიელსონი – ჩემი როლია, დავეხმარო პოლიტიკურ დიალოგს, რათა ყველა მხარემ მიაღწიოს პროგრესს

„ჩემი როლია, დავეხმარო ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს და იმას, რომ ყველა მხარემ მიაღწიოს პროგრესს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, მე ვიყავი როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი და ახლა აქ ვარ, როგორც შარლ მიშელის წარმომადგენელი, მისი ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ. ჩემი როლია, დავეხმარო ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს და იმას, რომ ყველა მხარემ მიაღწიოს პროგრესს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს ელჩი ჰარცელი და ელჩი დეგნანი.

ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ხდება და არის ჩვენი მხრიდან შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა პოლიტიკური ჩიხშია შესული და ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას და ეკონომიას. ამიტომ, გვჯერა, რომ ახლა დროა, ყველა მხარემ გააკეთოს ყველაფერი, რათა კომპრომისის სახით იპოვის გამოსავალი.

ჩემი როლი, ისევე როგორც ელჩი დეგნანის როლია, დავეხმაროთ ამ პროცესს. ეს არის პარტიების და მათი წარმომადგენლების საქმე, რომ ნახონ გამოსავალი და გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ეს არის ხედვა ერთიანობისკენ“, – აღნიშნა დანიელსონმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები