კოვიდცენტრებში 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის – მძიმე

კოვიდცენტრებში 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის – მძიმე

კოვიდცენტრებში 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 17-ის – მძიმე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო არის ლენჯერი. ერთის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემოტანილია. მათგან ერთი-ერთი კი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„დღეისთვის კოვიდცენტრებში 198 პაციენტი მკურნალობს. მათგან შვიდი კვლავ კრიტიკული რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. ჩვიდმეტი პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 83%, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1,33%-ია.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები