კოსტავას 75 ნომერში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

კოსტავას 75 ნომერში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

მორიგი ტრაგედია თბილისში. კოსტავას 75 ნომერში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია. თვითმხილველის ინფორმაციით, მამაკაცი მე-15 სართულიდან გადმოვარდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, მუშას, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა, თოკი გაუწყდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები