“კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ხვალ ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ვიდეოკონფერენციაც გაიმართება”

“კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ხვალ ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ვიდეოკონფერენციაც გაიმართება”

კორონავირუვის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების განხილვის მიზნით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ლი იანის შეხვდა.

მხარეები ვირუსთან ბრძოლის მიზნით ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ჩინელი ექიმების თავდადებას და აღნიშნა, რომ ის თუ როგორ უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას ქვეყანა მაგალითის მომცემია.

ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ხვალ ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ვიდეოკონფერენციაც გაიმართება. ჩინეთის ელჩმა ქართულ მხარეს, გვერდში დგომისთვის, მადლობა გადაუხადა და ის პრევენციული ღონისძიებები რასაც საქართველო ახორციელებს დადებითად შეაფასა.

“დღეს მინისტრთან განვიხილეთ კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, გავცვალეთ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, რათა ერთობლივად შევძლოთ ვირუსთან ბრძოლა და არსებული სიტუაციის გამოსწორება. ჩვენს ექიმებს, პირველებს ჰქონდათ შეხება კორონავირუსთან, შესაბამისად პრევენციისა და კონტროლის მიზნით, ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ხვალ ვიდეოკონფერენციაც გაიმართება, რათა ქართველმა მედპერსონალმა პირველი ხელისგან მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია”, – განაცხადა ლი იანიმ.

შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძემ ჩინეთის რესპუბლიკას კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო მიუსამძიმრა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები