კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

საქართველოში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან, ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

„დღეს გვაქვს 554 ახალი შემთხვევა. ამჟამად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 8 118 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 პროცენტზე ცოტა მეტია. აქტიური შემთხვევაა 3 874. ამ პაციენტიდან 41 პაციენტია კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, მათ შორის ცხრა არის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ამჟამად აქ არის 31 კოვიდინფიცირებული, ველოდებით ახალ პაციენტებს. კრიტიკული პაციენტია მხოლოდ ერთი. ასევე, კლინიკაში გვყავს ბავშვებიც, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ენდელაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები