კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ივლისს შეიყვანეს.

პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80% -ის დაზიანება აღენიშნებოდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცი 5 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ამასთან, კორონავირუსის ახალი 265 შემთხვევიდან 168 აჭარაში გამოვლინდა.

ამ დროისთვის, რეგიონის რვა კლინიკაში 486 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში – 812, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 300-მდე ინფიცირებული.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები