კორონავირუსისთ ინფიცირებული 2 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია და კონტაქტების მოძიება ხდება

კორონავირუსისთ ინფიცირებული 2 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია და კონტაქტების მოძიება ხდება

კორონავირუსისთ ინფიცირებული 2 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია და კონტაქტების მოძიება ხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგანაც 5 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, სამი – შემოტანილი შემთხვევაა და მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, ხოლო ორი საკარანტინო სივრცეებში დაფიქსირდა.

ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებში დღეისთვის სულ 168 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა კი 86%-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები