კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებენ.

„დილის მონაცემებით, ქვეყანაში 90 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ გამოვლენილი ექვსი შემთხვევიდან ჩვენთან არც ერთი არ იმყოფება. გუშინ ჩვენთან 14 ტესტირება გაკეთდა, ყველას პასუხი იყო უარყოფითი. 2 პაციენტთან განმეორებითი ტესტირება უარყოფითია და ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას, შესაბამისად 18-ს მიაღწევს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, აქედან 17 ჩვენთან გადიოდა მკურნალობას. გაგიხარდებათ, რომ ამ 17-დან ორი ბავშვია. შესაბამისად, ჩვენთან მხოლოდ 3 არასრულწლოვანი დარჩება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს დაინფიცირებულები არიან სამოქალაქო პირები და მათი ინფიცირების პირველწყაროს ძიება ჯერჯერობით მიმდინარეობს.

„90 პაციენტიდან ჩვენი იყო მხოლოდ 46 პაციენტი, დანარჩენი 44 კი სხვა 6 კლინიკაშია განაწილებული. ამ 46 პაციენტიდან 15 უკვე გაეწერა, 2 ემზადება სახლში წასასვლელად. შესაბამისად, გვრჩება 29 პაციენტი“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 იმყოფება, კარანტინში – 4695.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები