დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 300-400-კაციანი ქორწილები კვლავ აკრძალულია.
მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა აუცილებელია.
“სამწუხაროდ, ახლა ჩამიგდეს კიდევ ერთი სურათი “მესენჯერში” – უზარმაზარი ქორწილის. რეგიონს არ დავასახელებ. აკრძალულია, მაინც ხდება.
რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ, ძალიან გთხოვთ. ბევრი ქორწილი იყოს, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ და ეს ქორწილები მოკრძალებულ მასშტაბში აღვნიშნოთ. 200-300-400-კაციანი ქორწილები არ გვინდა, ძალიან დიდი რისკია”, – განაცხადა გამყრელიძემ.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

პაატა სალია: ქიბარ ხალვაშის სურვილია, “რუსთავი2” ფინანსურად გაჯანსაღდეს, რაც მომავალში მის დამოუკიდებლობას განაპირობებს
