“კორონავირუსის პიკი გადავიარეთ”

“კორონავირუსის პიკი გადავიარეთ”

შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ინფიცირების შემთხვევბის კლებისა, ვიტარება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – შემზღუდველი ღნიოსძიებები, რომლებიც იძლევა ეფექრს, გაფართოებული ტესტირება და ხელმისაწევდომობა და დროული იზოლაცია კოვიდდადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ნიღბის ტარების კულტურის გაზრდა, 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები