კორონავირუსის პანდემიისას მოქმედი წესების ადმინისტრირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება

კორონავირუსის პანდემიისას მოქმედი წესების ადმინისტრირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, პროექტი უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი და მას დეტალურად გააცნობენ საზოგადოებას.

„პროექტი, ერთი მხრივ, ითვალისწინებს შეღავათს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც უკვე გამოეწერათ ჯარიმები პანდემიის პერიოდში და მეორე მხრივ, მარეგულირებელ ნორმებს, რათა გამოწერილი ჯარიმები ადეკვატური და იმ შესაძლებლობის პროპორციული იყოს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე დაჩქარებულად მუშაობისკენ ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა. მისი თქმით, ჯარიმების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და პრევენციული ეფექტის მქონე.

imedinews.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები