კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, მათ შორის სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი

კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, მათ შორის სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

მისივე თქმით, მათ შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„დღეს ხუთი ახალი შემთხვევა დაგვემატა, იყო 953 და ახლა გვყავს 958 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი რვით გაიზარდა და ამჟამად არის 838. ხუთივე შემოტანილი შემთხვევაა. აქედან სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, დანრჩენი ორი ჩვეულებრივი შემოსული მოქალაქეები არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 87.5 პროცენტია, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში კი 105 პაციენტი რჩება

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები