კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 571, აჭარაში 212, იმერეთში 147

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 571, აჭარაში 212, იმერეთში 147

კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 571, აჭარაში 212, იმერეთში 147, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 48, გურია – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 977, აჭარაში – 866, იმერეთში – 1 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში – 518, აჭარაში – 150, იმერეთში – 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 82, იმერეთში – 52. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 951 – თბილისში, 1 332-აჭარაში, 288 – იმერეთში. 17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-290, აჭარაში -146, ხოლო იმერეთში-15.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 352 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 908 პირი, აჭარაში – 8 667, იმერეთში – 6 319“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები