კორიენ იონკერის ანმარტებით, ეუთო-ს მისიის მთავარი როლი და ფუნქციაა, დააკვირდეს არჩევნებს და დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე ანგარიში მოამზადოს.

კორიენ იონკერის ანმარტებით, ეუთო-ს მისიის მთავარი როლი და ფუნქციაა, დააკვირდეს არჩევნებს და დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე ანგარიში მოამზადოს.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში არ ჩავერევით და ასევე, არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები – ჩვენ გვაინტერესებს როგორ ჩაივლის მთლიანად არჩევნების პროცესი და რამდენად იქნება დაცული დემოკრატიული პრინციპები, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორიენ იონკერმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეუთო-ს მისიის მთავარი როლი და ფუნქციაა, დააკვირდეს არჩევნებს და დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე ანგარიში მოამზადოს.

„ჩვენი მანდატი გულისხმობს არჩევნების შეფასებას როგორც ეს ხდება ეუთო-ს ყველა მონაწილე ქვეყანაში. ჩვენ უნდა შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება პროცესი ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს და სტანდარტებს, რომელიც გულისხმობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. ასევე იმას, თუ რამდენად შეესაბამება ეს პროცესი ადგილობრივ კანონმდებლობას“, – განაცხადა კორიენ იონკერმა.

მისივე განმარტებით, სადამკვირვებლო მისია ასევე შეაფასებს სხვადასხვა საკითხს არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების, მასმედიის მიერ არჩევნების გაშუქების შესახებ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დამკვირვებლები საქართველოში დღეიდან, არჩევნების დამთავრებამდე იმუშავებენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები