“კონსულტაციების დასრულებამდე საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება”,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

“კონსულტაციების დასრულებამდე საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება”,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
„მინდა ვაცნობო სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის მკვიდრებს, რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოსა შსს მინისტრსა და მის თურქ კოლეგას შორის, გაიმართა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ორმხრივმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო. საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება”,- აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება კონსულტაციების შედეგების შესაბამისად.
წყარო:kvira.ge
მსგავსი სიახლეები
სააკაშვილი-ევროპული საქართველო არის ხალხი, რომლებმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება გამიჯნოდა ნაციონალურ მოძრაობას და ამით გააძლიერა ივანიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი ისე იქცევა უკრაინაში, არ მგონია, რომ დღეს მოსკოვთან თანამშრომლობა შევძლოთ
