პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
“ჩვენ დავკარგეთ ღირსეული მამულიშვილი, რომლის უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობით განხორციელდა არაერთი პროექტი, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს,” – წერია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
ავსტრიაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც.
სამძიმრის წერილი, მომხდარის გამო, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემაც გაავრცელა.ელჩის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად 2013 წელს დაინიშნა. ის ასევე იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
მსგავსი სიახლეები

“სალომე ზურაბიშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინება უკრაინაში მცხოვრები ქართველი სამხედრო მოსამსახურისგან მიიღო”

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში საუბრისას თქვა, რომ პოლიტიკური არბიტრობა იოლი არ არის.

სალომე ზურაბიშვილი: მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება
