კონსტანტინე სირაძემ საგამოძიებო კომისიის წევრების წინაშე ზაზა სარალიძესთან მისი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

კონსტანტინე სირაძემ საგამოძიებო კომისიის წევრების წინაშე ზაზა სარალიძესთან მისი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილემ, კონსტანტინე სირაძემ საგამოძიებო კომისიის წევრების წინაშე ზაზა სარალიძესთან მისი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც მე დავინიშნე თანამდებობაზე გამოვთქვი სურვილი რომ შეხვედროდი ზაზა სარალიძეს და ეს შეხვედრა შედგა, მას ახლდა ადვოკატი და შეხვედრას ასევე ესწრებოდა ზვიადი. მე მას ვუთხარი, რომ დღევანდლი მოცემულობით გვყავს ორი მსჯავრდებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულდა. მან ახსენა საუბრის დროს, რომ ამ დანაშაულში მონაწილეობდა მ.კ. მე ვუთხარი, ნებისმიერი პირი, ვინც მონაწილეობდა იმ ინციდენტში, წარმოადგენდა ჩემი ინტერესის სფეროს, მე მას ვუთხარი, რომ ნებისმიერი პირის მიმართ თუ გამოიკვეთება დანაშაული, მე მზად ვარ, დავიწყო სისხლისსამართლის დევნა. ასევე ავუხსენი, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მ.კ. ფიზიკურ შემხებლობაში იყო თქვენს შვილთან, ვერ გახდებოდა დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა, თუ იქნებოდა სხვა დეტალი, აუცილებლად მოყვებოდა ჩვენი მხრიდან რეაგირება. მე მას ვკითხე, თუ ჰქონდა რაიმე კონკრეტული დეტალი, ეთქვა ჩემთვის, რომ დაგვეწყო მუშაობა. მან მითხრა, რომ ბავშვები თქვენთან არ ამბობენ არაფერს, მაგრამ ჩემთან იძახიან. მე ისევ ვუთხარი, რომ თუ იქნებოდა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ჩემთვის უცნობი იყო, აუცილებლად ეთქვა ჩემთვის. იმ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა არც ფარდულის, არც დანის თემა. ეს შეხვედრა შედგა მარტის დასაწყისში. ერთადერთი მისი პოზიცია იყო ის, რომ მე ვიცი რომ დამნაშავე არის მ.კ. და ახსენა მეორე პირიც. მას ზვიად ფხაკაძემ უთხრა, რომ თუ გულისხმობთ გ.მ. – ს, ამ ეტპზე არ არსებობს მის მიმართ მტკიცებულება, მაგრამ თუ გაქვთ რაიმე ხელჩასაჭიდი, აუცილებლად უნდა გადმოგვცეთ-თქო. ეს იყო ბოლო შეხვედრა“, – განაცხადა კონსტანტინე სირაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები